ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა. რობერტ ჩხაიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. ყოფილი მერის განცხადება დღეს ქალაქის საკრებულომ კენჭის ყრის შედეგად დააკმაყოფილა. ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე შეასრულებს.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, რობერტ ჩხაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ყოფილი მერი წინასაარჩევნო კამპანიაში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება.