„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია თემქაზე ხელძმარის უბნის მოსახლეობას შეხვდა.
სამუშია ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის " წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრისას საუბარი მაღალ კომუნალურ გადასახადებს და დენის ძველი დავალიანების პრობლემებს შეეხო. მოსახლეობის განცხადებით, თელასმა მათ დააკისრა დაგროვილი დავალიანების გადახდა, რომლის დაფარვის საშუალება ადგილობრივებს არ აქვთ.
ჯაბა სამუშიას განცხადებით , ხელისუფლებამ ან მთლიანად უნდა ჩამოწეროს ძველი დავალიანება, ან მოსახლეობას წლებზე გადაუნაწილოს აღნიშნული თანხა.
"ხალხს აქვს გადასახადების პრობლემა, რადგან თელასმა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაუწესა მათ მოხმარებული დენის საფასური და თითოეული ეს ოჯახი სულ მცირე 1000 ლარს იხდის. ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატები" ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის , რომ თელასის გამოსყიდვის შემთხვევაში ხალხს ჩამოეჭრას ძველი გადასახადი და შესაბამისი ტარიფი დაწესდებს კომუნალურ გადასახადებზე."- განაცხადა ჯაბა სამუშიამ