სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. 26 წლის ახალგაზრდა თავის სახლში ჩამომხვრჩალი იპოვეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ერთი წლის განმავლობაში თურქეთში, მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
მას კუთვნილი თანხა, დაახლოებით 800 დოლარი არ გადაუხადეს, რის გამოც ნერვიულობდა.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობას სწორედ ამას უკავშირებენ.