"საქართველოს ბანკმა" თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში" (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ) ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.
ახალი ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის უკვე 32 Express სერვისცენტრი მოქმედებს.