თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში სამხედრო ვერტმფრენით დაჭრილები მიიყვანეს.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება "ჯი-ეიჩ-ენის" კორეპონდენტი, რომლის ინფორმაციით, კლინიკის ეზოში სამხედრო ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ დაეშვა. კლინიკაში მისულ პაციენტებს მედპერსონალი ეტლებით ხვდება და საავადმყოფოში ეტლის გამოყენებით შეყავთ.
მანამდე კი, კლინიკაში მედპერსონალის გარდა, შესვლა შეზღუდეს.
შგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დევნის ოპერაციისას არიან დაჭრილები.