საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით თელავში, კახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში საგანგებო თათბირი ჩატარდა.
თათბირს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.
მათ ვანო მერაბიშვილს საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე დევნის ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მისგან სპეციალური დავალებები მიიღეს.