შსს საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმიდნარე დევნის ოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი . შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნული ინფორმაციასთან ერთად, შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია თათბირი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. თათბირზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შს მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.