ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავში პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ს.რ-მ თავი მოიკლა; იგი წარმოშობით სოფელ ლაფანყურიდან არის და უახლოეს ხანში სახლში უნდა მიასვენონ.
ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
ამასთან, ლაფანყურთან ახლოს, საქართველოს დაღესტნის საზღვართან საქართველოს შს სამინისტრო დევნის ოპერაციას ახორციელებს.