თანამდებობის პირებს, სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ქონების კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გადაცემის უფლება მიეცათ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირეფასიანი აქტივი, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, სამკურნალო საშუალებები და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, კონკურსისა და აუქციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.