"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, კახა ბასილია ვორონცოვზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
კახა ბასილიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება სოციალურ საკითხებსა ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
მისი თქმით, „ქრისტიან - დემოკრატებმა" იტალიელ კოლეგასთან ერთად შეიმუშავეს პროგრამა „გააკეთე არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესზე," რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას.
„დღეს შევხვდი ჩუღურეთის მოსახლეობას, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით უამრავი პრობლემა აწუხებს. სწორედ ამიტომ „ქრისტიან - დემოკრატებმა" შევიმუშავეთ პროგრამა „გააკეთე არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესზე," რომელიც თბილისში უკვე ხორციელდება და სექტემბრიდან რეგიონებშიც გაგრძელდება", - განაცხადა კახა ბასილიამ