ხაშურის რაიონში, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყორანქედის წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად საეკლესიო წიგნების ნაწილითან ერთად დამწვარია კელიები, სატრაპეზო და სათავსო ნაგებობები. დაიწვა
ხანძარი წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის მშენებარე მონასტერში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის მიზეზით გაჩნდა. ადგილზე მისული ხაშურის სახანძრო ბრიგადა ცეცხლს ერთი საათის განმავლობაში აქრობდა. მონასტრის წინამძღოლის თქმით, მონასტერი მრევლის შემოწირულობით არსებობს.