ამერიკული კომპანია "გრინბერგ ქუინლან როზნერის"( GQR) მიერ ჩატარებული კვლ;ევის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველი მაღალ შეფასებას აძლევს ახლანდელ მმართველობას. კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის დადებითი შეფასება 73%-ია, მაშინ როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებითი შეფასება 72%-ს იღებს.
ამავე კვლევის მიხედვით, ამომრჩეველი 51-28%-იანი უპირატესობით პრეზიდენტისადმი პირად რეიტინგში უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე არაკეთილგანწყობილი. ასევე 44-34% უპირატესობით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უფრო კეთილგანწყობილ შეფასებას იღებს, ვიდრე საპირისპიროდ.
გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ასევე მოიცავს 699 ქვე-შერჩევას იმ სავარაუდო ამომრჩევლისა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც აქტივობის 58% -იან დონეს წარმოადგენს. მთლიან შერჩევაში სავარაუდო ცდომილების დონე+/- 2.8%-ია, სავარაუდო ამომრჩევლებში ცდომილება +/-3.7%. კვლევა ,,გრინბერგ ქუინლან როზნერმა" შეიმუშავა და ჩაატარა ჯერემი როზნერი ხელმძღვანელობით, ხოლო საველე სამუშაოები ჩაატარა ქართულმა კომპანიამ ,,ეი სი თი" (ACT)