ამერიკული კომპანია "გრინბერგ ქუინლან როზნერის"( GQR) მიერ ჩატარებული კვლ;ევის შედეგების მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკეთილგანწყობილია 39-32% პროპორციით.
"მთლიანობაში, ასეთი მაჩვენებელი არ გამოხატავს საზოგადოების სურვილს პოლიტიკურად შეიცვალოს ქვეყნის განვითარების კურსი. 56-33%-ზე პროპორციით უმრავლესობა ამომრჩევლისა აცხადებს, რომ ,,მე მსურს საქართველომ გააგრძელოს პრეზიდენტ სააკაშვლის მიერ აღებული კურსით სვლა" (და ამომრჩევლები უარს აცხადებენ ალტერნატიულ განცხადებაზე ,,მე მინდა საქართველომ გააგრძელოს სვლა სულ სხვა მიმართულებით, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს")", - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით "ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით" 1-დან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ასევე მოიცავს 699 ქვე-შერჩევას იმ სავარაუდო ამომრჩევლისა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც აქტივობის 58% -იან დონეს წარმოადგენს. მთლიან შერჩევაში სავარაუდო ცდომილების დონე+/- 2.8%-ია, სავარაუდო ამომრჩევლებში ცდომილება +/-3.7%. კვლევა ,,გრინბერგ ქუინლან როზნერმა" შეიმუშავა და ჩაატარა ჯერემი როზნერი ხელმძღვანელობით, ხოლო საველე სამუშაოები ჩაატარა ქართულმა კომპანიამ ,,ეი სი თი" (ACT)