რუსეთი საშიშია იმიტომ რომ მას კოლაფსი ემუქრება. ამის შესახებ ნათქვამია The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია American Foreign Policy Council-ის ვიცე-პრეზიდენტი ალიენ ბერმანი.
"ბოლო წლებში რუსეთი დაბრუნდა საგარეო პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ კრემლის საგარეო პოლიტიკური "სიმამაცის" უკან იმალება ის გარემოება, რომ სახელმწიფო, რომელიც სსრკ-ს ნაცვლად წარმოიქმნაიძირება სასიკვდილო დემოგრაფიულ და სოციალურ- ეკონომიკურ მორევში", - წერს ავტორი.
ამავე სტატიაში აღმიშნულია, რომ XXI საუკუნის მეორე ნახევრისთვის შესაძლოა, რომ რუსეთის მოსახლეობა 100 მილიონი ადამიანით შემცირდეს, ხოლო 2052 წლისთვის (როგორც ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვი აცხადებს) 52 მილიონამდე შემცირდეს. რუსეთის მოსახლეობის ზრდისთვის შობადობამ 2,1 პროცენტი უნდა შეადგინოს, მაში როდესაც 2006 წლის მაჩვენებლებით ის 1,4 პროცენტი იყო.
"დემოგრაფიული კრიზისი კიდევ უფრო მცირდება ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით. შობადობის ზრდით რუსეთის მუსულმანურ მოსახლეობაში და სტრატეგიული დისბანლანსით ჩინეთთან. აღნიშნავს ავტორი. 2020 წლისთვის, მუსულმანები რუსეთის მოსახლეობის მეხუთედი გახდებიან, ხოლო XXI საუკუნისთვის კი ისინი ნახევარზე მეტნი იქნებიან. "თავად ეს მოვლენა არ წარმოადგენს აუცილებელ პრობლემას, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით 2004 წელს ბესლანში მომხდარი ტრაგდიის შემდეგ კრემლი ქვეყნის მუსულმანური მოსახლეობის მიმართ დრაკონლ საშინაო პოლიტიკას ატარებს" - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე რუსეთის ხელისუფელბას სულ უფრო მეტად გაუჭრდება კონტროლის განხორციელება.
"ჩინეთის მოსახლეობა, რომელიც რუსეთის სასაზღვრო ზოლში ცხივრობს რამდენიმეჯერ აღემატება იმავე რეგიონში მცოვრებ რუსეთის მოსახლეობას. შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლება შეეცადოს დაიკმაყოფილოს ნედლეულის უძლიერესი წყურვილი და მიმართოს თავისი მზერა ჩრდილოეთისკენ, რუსეთის ტერიტორიისკენ, რომელიც ოდესღაც ჩინეთს ეკუთვნოდა" - წერს ავტორი. შესაბამისად ავტორი ასკვნის, რომ მომავალში რუსეთი საშიში გახდება არა თავისი სიძლიერით, არამედ საკუთარი სისუსტით.