დღეიდან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი იწყება. ამ დრომდე უცნობია იძულების რა ფორმას მიმართავს აღსრულების ბიურო.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს დააყადაღა. 10 აგვისტოს კი, აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის და მისი "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვის მოტივით, კალაძე 16 944 900 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმას სააღსრულებლო საფასურის სახით კიდევ 1 186 147 ლარი დაემატა. ამასთან, კალაძეს უძრავ-მოძრავი ქონებას, მათ შორის ავტომობილებს, საბანკო ანგარიშებს და კომპანიების - "მაქს ბეტის" და "კალა კაპიტალის" 100%-იანი წილს ყადაღა დაედო.
კახი კალაძემ აღნიშნა, რომ იგი აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს. თუმცა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლეიც აანალოგიურად არის დაჯარიმებული გუიშინ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მის მიერ გადახდილი 80 მილიონი ლარის მიზნობრიობას წარმოადგენს ის და კახი კალაძე აღნიშნულ თანხხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებად გადარიცხავენ.