ტაჯიკეთის ქალაქ ხოროგში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები ცდილობდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას. დაჭრილია ორი ადამიანი.
ვითარება ქალაქში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ ღამე აქ საველე მეთაური ინომნაზარ ინომნაზაროვი მოკლეს. იგი პამირის ერთ-ერთ არაფორმალურ ლიდერად ითვლებოდა. დაჭრილია მისი ძმაც.
ივლისის ბოლოს სამთავრობო ძალებმა ხოროგში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ სპეცსამსახურის გენერლის აბდულო ნაზაროვის მკლელობაში.
სპეცოპერაციას ოფიციალური მონაცემებით მოჰყვა მსხვერპლიც - დაიღუპა 17 ადამიანი. არასამთავრობო წყაროების ინფორმაციით კი დაღუპულია ათობით ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები