ბათუმში კომპანია „თეგეტა მოტორსი" იაპონურ კომპანია BRIDGESTONE-თან ერთად უკვე მერვედ აწყობს ყოველწლიურ შეჯიბრს ავტორბოლაში "Bridgestone Black Sea Cup". დღეს მედიის წარმომადგენლების რბოლა იმართება.
გუშინ გაიმართა შეჯიბრი (წყვილთა რბოლა) წარმატებულ მოყვარულ მრბოლელებსა და პროფესიონალებს შორის.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ „ბრიჯსტოუნის" წარმომადგენლები იაპონიიდან, კომპანიის სტუმრები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ტარდება საქართველოს საავტომობილო ფედერაციი (FIA-ს ოფიციალური წევრი) ორგანიზებით, ბათუმის ტურიზმის სააგენტოსა და ბათუმის მერიის პატრონაჟით.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან".
I ადგილის მფლობელს გადაეცემა „თეგეტა მოტორსის" 500 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილის მფლობელს 300 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილის მფლობელს კი 100 ლარიანი ვაუჩერი.
ასევე მობილური ტელეფონები ბილაინისგან და სხვადასხვა საჩუქრები „თეგეტა მოტორსისგან".