მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“. ასე რომ, სასამართლოსთვისაც გასაგები რომ იყოს, მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს, რომელმაც მიერ “რუსული კანონი” რამდენჯერმე ახსენა.
სიორიძეს ზემოთ აღნიშნულ ფრაზას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
“მერამდენედ ამბობს “რუსულ კანონს?” ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, ასევე გიორგი როგორ პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებს, შეუძლია ისინი გარეთ გააკეთოს, აქ ისაუბროს კორექტულად”, - მიმართა სასამართლოს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანის სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და თქვა, რომ "არ იცის, რა არის "რუსული კანონი".
რევაზ ნადარაია: რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობას თუ გულისხმობთ გამჭვირვალობით მოიხსენიეთ. კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. სწორი შენიშვნაა, ვფიქრობ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი, ამიტომ სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგროც არის ეს ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ. სწორი შენოშვნა იყო და სწორი პროტესტი იყოს მხარის.
გიორგი სიორიძე: ბატონი არჩილ გორდულაძე როდესაც გამოვიდა და ტქვა, გამჭვირვალობის ქართული კანონიო, მაშინ მეც ვიტყვი, გამჭვირვალობის რუსული კანონი.
რევაზ ნადარაია: ბატონო გიორგი გამჭვირვალობის კანონი თუ არის, მოიხსენიეთ როგორც გამჭვირვალობის კანონი, თუ სხვა კანონი არის, მოიხსენიეთ ისე, როგორც ეს მას ჰქვია. რას დაუძახებთ გარეთ, ეს თვენი გადასაწყვეტია.
გიორგი სიორიძე: ბატონო მოსამართლევ, ქართული კანონიო თქვეს...
რევაზ ნადარაია: ჯერ ერთი ყველა კანონი არის ქართული.