კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ რიყის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ირაკლი ალასანიამ რიყის მოსახლეობას მოსახლეობას „ქართულიოცნების" წინასაარჩევნო პროგრამები დეტალურად გააცნო, რომელიც ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეორნეობას და უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.
"მთავარი რაც მოსახლეობას აწუხებს, შეუსრულებელი დაპირებებია. ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია, დასაქმებული ვერ ვნახე ვერც ერთი კაცი სოფელში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჯანდცვა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ერთ მილიარდს და გლეხს ფეხზე დავაყენებთ, მოვეხმარებით თითოეულ ოჯახს, რათა ჰქონდეთ საშუალება მისცეს საკუთარ შვილს განათლება. ჩვენ, ზუგდიდს მივცემთ თავის ისტორიულ ფუნქციას, რათა აღადგინოს ქართულ-აფხაზური ძმობა და გახდეს ხიდი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.