ინდონეზიაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პალუდან 56 კმ დაშორებით, 20 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ექსპერტთა მტკიცებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
დაშავებულების, ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება