მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის სამი წევრი ბრალდებულად ცნო და რელიგიური შეუწყნარებლობის და მტრობის მოტივით ხულიგნობისთვის, თითოეულ მათგანს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასჯელის დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და დაზარალებულთა მოსაზრებები. მოსამართლე მარია სიროვამ განაცხადა, რომ აქცია იყო წინასწარ დაგეგმილი და "დანაშაულის ყოველი ეტაპი მომზადებული იყო".
განაჩენში აღნიშნულია, რომ Pussy Riot-ის წევრებმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის შექმნეს ჯგუფი, რომლის ზოგიერთი წევრი შემდგომში მიიმალა.
"განსასჯელები ათვითცნობიერებდნენ თავიანთ შეურაცხმყოფელ ქმედებებს და გარეგან სახეს. აპირებდნენ, თავიანთი ქმედებისთვის მიეცათ საჯარო გახმაურება და საზოგადოებრივი რეზონანსი, სურდათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის, მათ შეურაცხყოფა და წყენა მიაყენეს მართლმადიდებელ მრევლს", - განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.