შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონულმა სამმართველომ სოფელ მაიდანში მცხოვრები აქვსენტი ჯანგველაძე დააკავა. აქვსენტი ჯანგველაძემ 14 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფიო ჯანგველაძეს, რომელიც იმ დროისთვის პარტიის მხარდამჭერთა შეხვედრაზე იმყოფებოდა.
აქვსენტი ჯანგველაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები