ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ისანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ინოვაციური ახალგაზრდული ცენტრის გახსნის იდეით, თბილისის მერიას მიმართეს და აღნიშნული იდეა ვებგვერდზე chemitbilisis.com განათავსეს.
იდეის მხარდამჭერებმა მისი პოპულარიზაციისა და განხორცილებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების მიზნით, ისნის რაიონის ტერიტორიაზე, დღეს აქცია გამართეს, რომელშიც დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეც მონაწილეობდა. აქციაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც ჩაერთნენ. მათი განცხადებით, ისანში ახალგაზრდული ცენტრის აშენების შემთხვევაში, ის არა მარტო ერთი კონკრეტული უბნის, არამედ ყველა თბილისელის უსაყვარლეს ადილად იქცევა.
"პირველი ინოვაციური ახალგაზრდული ცენტრი ისნის რაიონში აშენდება. ჩვენმა ახალგაზრდებმა თბილისის მერიაში წარადგინეს ეს პროექტი, გვჭირდება 20 000 ხელმოწერა და მას აუცილებდად შევაგროვებთ. აქ იქნება შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა და იმ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ, რომელიც მათ დასაქმებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ვაშაძემ.