დღეს, 15 აგვისტოს, 13:00 საათზე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ბრიფინგს გამართავს (for.ge-ს პრესკლუბი. თაქთაქიშვილის ქუჩა #11).
ბრიფინგის თემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხებზე არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები იქნება. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოში არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიკროსესხებზე ევროპის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს 8-ჯერ აღემატება.