თუშეთში, სოფელ ხისოში, ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა და მინდორი იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ომალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტელმან იჭირაულმა განუცხადა, რეინჯერები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ, რომ ცეცხლი ტყეში არ გადავიდეს.
"ხისოში სატელეფონო კავშირი არ არის. ტყეს თუ მოედო ცეცხლი, ძალიან გაგვიჭირდება მისი ჩაქრობა", - განაცხადა ტელმან იჭირაულმა.
ხანძრის ჩასაქრობად ხისოში ადგილობრივი მაცხოვრებლები და დამსვენებლები ომალოდანაც წავიდნენ.