15 აგვისტოს, 12:00 საათზე, მალთაყვის ტყეპარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია "Artactive Evolution" პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას მალთაყვის ტყე პარკის ახალი - ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფციას, ფესტივალის - "ხელოვნების ზღვის" მიზნებს გააცნობს. საუბარი იქნება იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე, 1-ელ სექტემბერს იხილავს.
ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყეპარკში 2 კვირის განმავლობაში ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან. ხელოვნების პარკი 1-ელ სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.
თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 15-31 აგვისტოს ფოთში ახალი ფესტივალი "ხელოვნების ზღვა" გაიმართება. ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება. "შემოქმედებითი სივრცე - ღია ცის ქვეშ" საფუძველს ჩაუყრის ლანდშაფტური გარემოს შექმნას. მალთაყვის ტყეპარკი გახდება საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედებითი პლატფორმა, რომელიც გამორჩეული იქნება საგანგებოდ შექმნილი ნამუშევრებით. პარკის უწყვეტი განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ამავდროულად შექმნის დასვენებისა და შემეცნების ულატერნატივო გარემოს.