"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ცნობილმა გამოცემა Global Finance-მ, მის მიერ გამოქვეყნებულ საიუბილეო რეიტინგში, რომელიც ჟურნალის დაარსების 25 წლისთავს მიუძღვნა, საქართველოს ბანკი ჟურნალის მიერ დაწესებული ყოველწლიური ჯილდოების, საქართველოში ყველაზე ხშირ გამარჯვებულად დაასახელა.
ჟურნალის გამომცემლის, ჯოზეფ დ.გიარაპუტოს განცხადებით, სიაში ის კომპანიები და პიროვნებები მოხვდენ, რომელთაც გამოავლინეს ნამდვილი გამბედაობა და მოახდინეს საკუთარი ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ ახალი მოთხოვნები. „ჩვენ გამოვყოფთ ამ კომპანიებსა და პიროვნებებს, ბოლო 25 წლის განმავლობაში მათი გამორჩეული მიღწევებისთვის," აღნიშნავს გამომცემელი.