ხვალ, 15 აგვისტოს, 13:00 საათზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხებზე არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები იქნება. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოში არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიკროსესხებზე ევროპის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს 8-ჯერ აღემატება.
მისამართი: for.ge-ს პრეს-კლუბი. თაქთაქიშვილის (ძველი რიგის ქუჩა) ქუჩა #11.
მასალის გამოყენების პირობები