პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მოგზაურობასა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დავით ბაქრაძემ დღეს მარნეულის ფერმერთა მომსახურების ცენტრში საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის, წალკისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გარდაბანში კენჭს გიორგი ფეიქრიშვილი, მარნეულში - აზერ სულეიმანოვი, ხოლო წალკაში - რევაზ შავლოხაშვილი იყრის.
გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ფეიქრიშვილი დღემდე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. აზერ სულეიმანოვი კი მარნეულში უკვე მეორედ იყრის კენჭს - ის ამ მოწვევის პარლამენტში სწორედ გარდაბნის მაჟორიტარი იყო. რევაზ შავლოხაშვილი კი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა.