საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს, მთავრობა სამომავლოდ მსხვილფეხა პირუტყვზე გადასახადის დაწესებას აპირებს. ვანო მერაბიშვილის განმარტებით, მთავრობა გლეხებისთვის არანაირი დამატებითი გადასახადის დაწესებას არ აპირებს, მთავრობა მათ პირიქით იქეთ დაეხმარება გხელებს და ზოგადად სოფელს.
შეგახსენებთ, რომ სოფლებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა, მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისას, პირუტყვის აღრიცხვას აწარმოებს და შემდეგ გადასახადის დაწესებას აპირებს.