კომპანია „კარტლისის" მიერამერიკული კომპანია „პიონერის" სათესლე ხორბლისორი ახალი ჯიშის საცდელმა თესვამ საუკეთესო შედეგები აჩვენა. საადრეო და საგვიანო ჯიშის სათესლე ხობლების „ანაპოსა" და RP22R58-ის მოსავალმა, რაიონისა და ჯიშის გათვალისწინებითჰექტარზე3-5 ტონა შეადგინა.
კომპანია „კარტლისის" მენეჯმენტის ინფორმაციით, ფერემერების დაკვირვებით და მიღებული მოსავლის რაოდენობის მიხედვით, განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა RP22R58-მა, რომელმაც წლეულს არსებულ მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი მაღალი მოსავალი მოგვცა.
„პიონერის" RP22R58-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფერმერები დაარწმუნა, რომ იგი მართლაც ძალიან კარგად უძლებს სტრესულ გარემოს, რომელიც კლიმატური პირობებითააგამოწვეული. შედეგებმა სხვდახსხვა რეგიონში, ჰექტარზე საშუალოდ 4-5 ტონა შეადგინა მაშინ, როცა სხვა ხორბლის ჯიშების მოსავალი ჰექტარზე1.5-2 ტონას არ აჭარბებს. რაც შეეხება „ანაპოს", მისი მოსავალიც ძალიან კარგია და საშუალოდ ჰექტარზე 3-4 ტონას შეადენს,"-აცხადებს კომპანია „კარტლისის" დირექტორი რობერტ რევია.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, თესვები საქართველოს ტრადიციული მეხორბლეობის ზონებში: შირაქში, ალაზნის ველზე, ყვარელში, საგარეჯოში, გორში, დმანისსა და სართიჭალაში, სულ 150 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა.
„ეს იყო საცდელი თესვა, თუმცა ფართობი, რომელზეც ხორბალი დაითესა საკმაოდ დიდია. ჩვენ გვსურდა დაგვედგინა, თუ რამდენად მოსავლიანი იქნებოდა აღნიშნული ჯიშები საქართველოს პირობებში და როგორ მიესადაგებოდნენ ისინი ჩვენს კლიმატურ პირობებს. ექსპერიმენტულმა თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი, თუმცა ნორმალური კლიმატური პირობების დროს მოსავალი საშუალოდ 1-2 ტონით უფრო მაღალი იქნებოდა. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მოძველებულ, უხარისხო და დაბალმოსავლიან ჯიშებს თესავენ, ვინაიდან ქვეყანაში მაღალმოსავლიანი სათესლე მასალის პრობლემაა,"- აცხადებს კომპანია კარტლისის დირექტორი რობერტ რევია.
აღნიშნულ ხორბლის საცდელ ნაკვეთებს თვალყურს ადევნებდა აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე ნაყიდაშვილი, რომელმაცკომპანია „პიონერის" ხორბლის ჯიშს RP22R58-ს უმაღლესი შეფასება მისცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „კარტლის"-ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში.
„კარტლის"-ი ამერიკული კომპანია „დიუპონის" ჯილდოს „ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"-ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა. დაჯილდოება აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში ზაფხულში შედგა.