თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის 16 პირის დაჯარიმების შესახებ, ძალაში დატოვა.
"ქართუ ბანკის" 8 თანამშრომლისა და კოალიცია "ქართული ოცნების" 8 წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლო ერთდროულად სამ დარბაზში იხილავდა.
სასამართლო პროცესებზე მოსამართლეებმა მხარეების არგუმენტები მოისმინეს, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში გადაწყვეტილება გამოცხადდა. დაჯარიმებული პირების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, სასამართლომ უტყუარი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღო.