,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' ბეშუმსა და დიდგორში მომხდარის გამო პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ინფორმაციით, პრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა საერო დღესასწაულები პარტიულ დღესასწაულებად აქცია, რისი დასტურიც ბეშუმობის და დიდგორის დღესასწაულზე მომხდარი ფაქტებია.
"ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა ბეშუმსა და დიდგორის ველზე არცერთი განსხვავებული პოზიციის მქონე პიროვნება არ დაუშვეს. ამასთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ'' და მისმა თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია-პრესკონფერენცია გამართეს. სადაც ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა: ,,ის რაც საქართველოს პრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ბეშუმსა და დიდგორში ჩაიდინა ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება.
რაც ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ისჯება"- ნათქვამია ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ეს დანაშაული პოლიციელების და ხელისუფლების მაღჩინოსნების სატელევიზო კომენტარებითაც დასტურდება როდესაც ისინი ამბობენ, რომ დღესასწაულებზე არ დაუშვებენ "ქართული ოცნების" და სხვა პარტიის წარმომადგენლებს და მოქალაქეები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიწოდებული სიების მიხედვით დაიშვებიან, რითაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანთა თანასწორობის პრინციპი დაირღვა და ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნას მიცემული პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი''.