დღეს, 14 აგვისტოს, 19:30 საათზე, "თიბისი გალერეაში", გერმანიის ქალაქ ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება. კონცერტს მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი დირიჟორი, ლავარდ სკოუ ლარსენი უდირიჟორებს. პროგრამაშია მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი (ამჟამად ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი) 1964 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ის მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის კარნეგი ჰოლში(ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), ქ. სიდნეის ოპერაში, ქ.მიუნჰენის ფილარმონიაში და ა.შ. ორკესტრი მართავს საკონცერტო ტურნეებს ევროპის დიდ ქალაქებში, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. 1984 წლიდან ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ლიანა ისაკაძე.
1990 წლიდან ორკესტრი დაფუძნდა გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში, სადაც ის 5 წლის განმავლობაში ლიანა ისაკაძესთან ერთად მოღვაწეობდა. ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ისეთი მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და მუსიკოსები, როგორებიც არიან რუდოლფ ბუჰბინდერი, ტაბეა ციმერმანი, ჰაინრიჰ შიფი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნატალია გუტმანი, ლიზა ბათიაშვილი, ფრანსუა ლელუ, კურტ მაზური და სხვები.
2011 წლიდან ორკესტრს დირიჟორობს ლავარდ სკოუ ლარსენი -მსოფლიოში აღიარებული ბრაზილიელი დირიჟორი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპისა და ჩრდილო ამერიკის წამყვან სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. ბილი გერმანელი დირიჟორი, რომელიც