დღეს, 14 აგვისტოს, 16:00 საათზე, ცესკოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესს განიხილავენ.