გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში მეცხრე სართულიდან 54 წლის მამაკაცი გადმოხტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულის ახლობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას ვენებიც გადაჭრილი ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ კორპუსიდან გადმოხტომამდე, მამაკაცმა თავის მოკვლა ჯერ ვენების გადაჭრით სცადა.