საქართველოს ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) ზურაბ კაჭკაჭიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, დოქტორ რამ ბარან იადავს. ცერემონიის შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრა ნეპალის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს ელჩის სამუშაო მივლინების განმავლობაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ნეპალის მთავრობის სხვა წევრებთან.