‘საპრეზიდენტო პროგრამა ,,ღიმილიანი საქართველოს" საპილოტო პროექტის განხორციელება გურიის რაიონის სოფელ სუფსაში დაიწყო. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა პროექტის მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმეს. მათ ,,ღიმილიანი საქართველოს" შესახებ პროექტში დასაქმებული პერსონალისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და სუფსის მაცხოვრებელთათვის სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების პროცესს პირადას გაეცნენ.
მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დაინერგა პროექტი ,,ღიმილიანი საქართველო", რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ აქვს. აღნიშნული პროგრამის საპილოტო ეტაპის დასრულების შემდეგ, შეჯამდება შედეგები. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მოხდება პროექტის დეტალური კორექტირება და დახვეწა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
,,ღიმილიანი საქართველოს" განხორციელება სახელმწიფომ 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, 2 ავტობუსი, აღიჭურვა სტომატოლოგიური კაბინეტისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და ინვენტარით, რომელიც პაციენტებს, თერაპიული ქირურგიული და ორთოპედიული სერვისების მიღების საშულაებას აძლევს. პროექტში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი თბილისის სხვადსხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდან შეირჩა.
საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ სუფსაში მცხოვრები 50 წელს ზემოთ ასაკის 250 ადამიანი მაღალხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებს. მობილურ მანქანებთან ერთად სუფსაში სტაციონარული სტომტატოლოგიური კაბინეტიც მოეწყო, სადაც ადგილბრივი ექიმები და ექთნები დასაქმდნენ. პროექტის საწყისი ეტაპი სუფსის გარდა გურიის რაიონის კიდევ 2 სოფელს მოიცავს.