ნიუ-იორკის ბირჟაზე სიმინდის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსავალი გვალვის გამო შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში, რომელიც სიმინდის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მოსავალი 16%-ით ანუ 10,91 მლრდ ბუშელით შემცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ სიმინდის ფასის ზრდა დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მაშინ მისმა ფასმა 0,8 %-ით მოიმატა. მას შემდეგ კი სიმინდის ფასი ზრდას ეტაპობრივად განაგრძობდა.