ეკობანაკი მტირალას ეროვნულ პარკში დღეს ოფიციალურად დაიხურა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ეკობანაკი USAID-ის პროგრამა " უნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა" ფარგლებში ამოქმედდა და მასში კახეთისა და რაჭის საჯარო სკოლების 29 მოსწავლე მონაწილეობდა.
8 დღის განმავლობაში ეკობანაკის წევრებმა ტრენინგების კურსი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს, მტირალას პარკს გაეცნენ და სპორტულ- ინტელექტუალურ აქტივობებში ჩაერთნენ. ბანაკის პროგრამა საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასაც ითვალისწინებდა.
ბანაკის მონაწილებსს ეკოტრენერის სერტიფიკატებთან ერთად, დღეს საჩუქრად ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცათ. ეკობანაკის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ცოდნის გაღრმავებაა.