პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის. ივანე მერაბიშვილი დღეს ჯანდავის იწყებას სტუმრობდა.
პრემიერმა ზურაბ ჭიაბერაშვილის უწყებას მეტი გამართული მუშაობისათვის დამატებითი რესურსების მოძიება და საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადასვლა დავალა, რათა საავადმყოფოებმა და "ცხელმა ხაზმა" პოაციენტთა გაზრდილი რაოდენობის ჯეროვანი მომსახურეობა შეძლონ.
როგორც მერაბიშვილმა განმარტა, მას აქვს უკვე ზოგადი წარმოდგენა სამომავლოდ თუ რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას, სწორედ ამიტომ ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილს დამატებითი რესურის მოძიება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში შესთავაზა, რატა პაციენტების მომსახურეპბა ჯერპვნად განხორციელდეს. "ჩვენი ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე"- აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემისადმი ნდობა არ უნდა დაეკარგოს. პრემიერმა იცის, რომ გარკვეული პრობლემები იქნება, თუმც ამისათვის ხელისუფლ;ება მზად უნდა იყოს.
1-ელი სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებასთან ერთად ქვეყანაში დაზღვეულტა რიცხვი დაახლოებით 900 ათასი ადამიანით მოიმატებს, რაც საავადმყოფოებში პაციენტთა რაოდენობასაც გაზრდის.