სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ბინის დაზღვევის პროდუქტს „პოლისი კომფორტს" უკვე ბათუმის მაცხოვრებლებს სთავაზობს. პოლისი კომფორტი ითვალისწინებს სახლის რემონტის, ავეჯის და ტექნიკის დაზღვევას, ისეთი რისკებისგან როგორიცაა: მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა, გათბობის სისტემის გაუმართაობით სახლის დაზიანება, წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი, ხანძარი, კვამლი, ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება.
პოლისი კომფორტის მფლობელები ზემოთ ჩამოთვლილ რისკების დაზღვევასთან ერთად მიიღებენ სპეციალურ ფასს „სანგრუპის" მომსახურებაზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ პოლისი კომფორტი სტანდარტი, ან პოლისი კომფორტი პრემიუმი. პოლისი კომფორტი სტანდარტი ითვალისწინებს რემონტის დაზიანების შემთხვევაში 1 კვ/მ-ზე მაქსიმუმ 300 ლარის ანაზღაურებას, ხოლო პოლისი კომფორტი პრემიუმით ანაზღაურდება 1 კვ/მ-ზე 500 ლარი. ამასთან, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებაზე პოლისი კომფორტი სტანდარტი ითვალისწინებს 15 000 ლარის ანაზღაურებას, ხოლო პოლისი კომფორტი პრემიუმი 20 000 ლარს.
პოლისი კომფორტის გაფორმებას სულ 15 წუთი ჭირდება. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის კონსულტანტის გამოძახება შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის მეშვეობით: 2505111. პოლისის გაფორმება მოხდება ადგილზე.
დამატებითი ინფორმაცია შგიძლიათ იხილოთ ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ გვერდზე: http://gpih.ge/gpih/houseinsurance/ ან კომპანიის ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/GPIH.GE ფეისბუქის მომხმარებლებს ჯიპიაის გვერდზე ელოდებათ პოლისი კომფორტის ორიგინალური აპლიკაცია.