აჭარის მთავრობა ”ფლორა-2009“-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილს პირობებიანი ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში შპს ”ფლორა-2009“-ის საკუთრებაში არსებულ 2 საკადასტრო ერთეულზე, სულ - 25 004 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დაიწყოს და 48 თვის ვადაში მოაწყოს დეკორატიული და სხვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების კულტურების საჩითილე და სანერგე მეურნეობა, სტანდარტული ნერგების გამოსაზრდელად;
ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შპს ”ფლორა-2009“-ის საკუთრებაში არსებულ 3 საკადასტრო ერთეულზე, სულ - 3001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დაიწყოს და 24 თვის ვადაში მოაშენოს არანაკლებ 1000 ძირის ოდენობით დეკორატიულ ნარგავების მეურნეობა, სტანდარტული ნერგების გამოსაზრდელად;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში შპს ,,ფლორა-2009“-ის საკუთრებაში არსებულ 2 საკადასტრო ერთეულზე, სულ - 82 604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დაიწყოს და 36 თვის ვადაში მოაშენოს არანაკლებ 3000 ძირის ოდენობით დეკორატიულ ნარგავების მეურნეობა, სტანდარტული ნერგების გამოსაზრდელად;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უწყვეტად 3 წლის ვადით არანაკლებ საქართველოს 18 მოქალაქის დასაქმება, ხოლო 3 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა 30 საქართველოს მოქალაქემდე, პროფილის შენარჩუნების ვადით;
მყიდველი ვალდებულია ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში, შპს ,,ფლორა-2009“-ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და აღნიშნულ ნაკვეთებზე ააშენოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო შენობა-ნაგებობანი;
ობიექტის საწყისი ღირებულება 145 ათასი ლარია და ელექტრონული აუქციონი 27 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული
მასალის გამოყენების პირობები