ისნის რაიონი გახდება განვითარების ცენტრი და ყველა ისანში მაცხოვრებელი ადამიანი მეტ სარგებელს მიიღებს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს სარგებელი.
"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე პირობას დებს, რომ ისნის რაიონი განვითარების ცენტი გახდება.
ამის შესახებ მან დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა.
"ჩემი ფუნქცია იქნება, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს სარგებელი და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ისნის რაიონი გახდება განვითარების ცენტრი და ყველა ისანში მაცხოვრებელი ადამიანი მეტ სარგებელს მიიღებს", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ის ათი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც საპარლამენტო მანდატებისთვის ნაციონალური მოძრაობის სახელით თბილისის სხვადასხვა უბანში იბრძოლებს. ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდა - არჩილ გეგენავა, კრწანისი - დავით საყვარელიძე, გლდანი - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევი - მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთი - ანდრო ალავიძე, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალო - ანდრია ურუშაძე და დიდუბე - გიორგი ჩაჩანიძე.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.