ასეთი დიდი პასუხისმგებლობა მე არ მქონია, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში.
"ვაკეში დავიბადე, ვაკეში ვცხოვრობდი და ვაკეში გავიზარდე. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. ცხოვრებაში ასეთი დიდი პასუხისმგებლობა მე არ მქონია", - აღნიშნა კარბელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ის ათი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც საპარლამენტო მანდატებისთვის ნაციონალური მოძრაობის სახელით თბილისის სხვადასხვა უბანში იბრძოლებს. ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდა - არჩილ გეგენავა, კრწანისი - დავით საყვარელიძე, გლდანი - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევი - მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთი - ანდრო ალავიძე, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალო - ანდრია ურუშაძე და დიდუბე - გიორგი ჩაჩანიძე.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.