კვიპროსში, ქალაქ ლარნაკას ციხიდან ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. კვიპროსული გემის ქართული ეკიპაჟი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც სახელფასო დავალიანების გამო მეზღვაურები გაიფიცნენ და გემის კაპიტნის ნებართვის გარეშე ხომალდი დატოვეს.
ამ გადაწყვეტილების გამო ქართველ მეზღვაურებს გემის მფლობელმა უჩივლა და ისინი ციხეში აღმოჩდნენ. თუმცა სასამართლომ მეზღვაურები პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა და გემის მფლობელ კომპანიას სახელფასო დავალიანების გადახდა დავალდებულა.
მეზღვაურები სამშობლოში ცოტახ ნის წინ დაბრუნდნენ