რიკოთის უღელტეხზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ტყის მასივს მოედოს.
ხანძარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაჩნდა, როდესაც თხევადი აირის გადამზიდი მანქანა კლდეს შეეჯახა და აფეთქდა.
შემთხვევას ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომანქანა ირანულ კომპანიას ეკუთვნოდა და მძღოლიც, სავარაუდოდ ირანელი იყო.