რიკოთის უღლეტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც აფეთქება მოჰყვა, სავარაუდოდ მანქანის მძღოლი ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები აცხადებებენ, კლდეზე შეჯახების შემდეგ ავტომანქანიდან არავინ გადმოსულა და სავარაუდოდ მძღოლი დაიღუპა.
ავტომანქანა მოძრაობდა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ, დაღმართზე მართვა დაკარგა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება.
ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ მაშველები.