რიკოთის უღლელტეხილზე მოძრაობა დროებით პარალიზებულია. როგორ "ჯი-ეიჩ-ენს" საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს, დასავლეთიდან აღმოსავლეთ მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება რიკოთის უღელტეხილის გვერდის ავლით საჩხერის გავლით.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და გზა მის დასრულებისთანავე გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღლელტეხილზე გაზის გადამტანი მანქანა კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. სავარაუდოდ მანქანამ მართვა დაკარგა და კლდეს შეეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.