თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ ფინალში, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თბილისელმა ფალავანმა დავით მოძმანაშვილმა, ქართულ სპორტულ დელეგაციას კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 25 წლის ჩვენებური, ლონდონის ოლიმპიადის ფინალში ტიტულოვან უზბეკ არტურ ტაიმაზოვს დაეჭიდა და ორივე პერიოდში თითო ქულით წააგო ასპარეზობა.
შეგახსენებთ, რომ დავით მოძმანაშვილმა 1/8-ფინალში მექსიკელი ზესე რუის ფლორესი დაამარცხა. შემდეგ მისსავე გზას ყაზახი დაულეტ შაბანბაი გაუყენა, ბოლოს კი რუსი ბილიალ მახოვი გამოთიშა ოქროსთვის ბრძოლას.
მასალის გამოყენების პირობები